საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2025
გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.


მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებულად მეგობრული და ტრადიციული ურთიერთობები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


როგორც გივი მიქანაძემ შეხვედრისას აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ბევრი პოტენციალი იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამრავალფეროვნდეს.


„განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ მრავალმხრივ ჭრილში ურთიერთობებს კიდევ უფრო ახალი დინამიკა შევძინოთ. ელჩს ვთხოვე, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმოს კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, სადაც შეხვედრები გვექნება თურქეთის დიდი მეჯლისის ანალოგიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სამინისტროში, მეცნიერებათა აკადემიაში. ვესტუმრებით ადგილობრივ უნივერსიტეტებს და შევთანხმდებით თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს დინამიკა კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ. ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, გავმართოთ ყოველწლიური შეხვედრები ერთობლივი საკომიტეტო განხილვების ფორმატში, შევიმუშაოთ წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს წარვუდგენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


ელჩმა, სრული მზადყოფნა გამოთქვა ამ მხრივ თანამშრომლობისთვის და პოზიტიურად გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ წინადადებას.


„ეს იქნება ძალიან კარგი გაგრძელება იმ ურთიერთობისა, რომელიც ორ ქვეყანას და ორ ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული. მაქსიმალურად ხელს შევუწყობ ამ პროცესს, რათა ვიზიტი მაქსიმალურად შედეგიანად განხორციელდეს“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობაზე.


ყურადღება გამახვილდა აპრილის ბოლოს, უსაფრთხოების საკითხებზე, ანტალიაში გამართულ მნიშვნელოვან სემინარზე, ისევე, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე და ზოგადად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციასთან აქტიურ თანამშრომლობაზე.


„წარვადგინე კონკრეტული მოსაზრებები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, თურქეთის დელეგაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამ კუთხითაც ელჩმა მზაობა გამოთქვა თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ იგი ამ ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ
08 ივლისი 2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

მსგავსი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს
08 ივლისი 2025

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
08 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
08 ივლისი 2025

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა
07 ივლისი 2025

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R