საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

მედია და საზოგადოება 31 ივლისი 2022
გივი მიქანაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

​ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში, სადაც საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.


გივი მიქანაძის განცხადებით, საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პოპულარიზაციას, თითოეულ მოქალაქემდე უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კიდევ უფრო ინტენსიურად მიტანას და ზოგადად, პროცესში მოქალაქეთა კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენლის ინიციატივა გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმაში და სწორედ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და აპარატი განახორციელებს გეგმას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის აქტიურ მონაწილეობაზე იმ საკანონმდებლო პროცესებში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ახორციელებს. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი მონაწილეობდა სამოქმედო გეგმის განხილვა - შემუშავებაში და იმ გამოცდილების გაზიარებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაგროვილი. ჩვენ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმისთვის, რომ ეს პროექტები მაქსიმალურად შედეგიანი იყოს და ჩვენის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური ჩართულობა“, - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.


​მისი თქმით, მისასალმებელია ის გარემოებაც, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ინიციატივით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს შორის გამოცხადდა კონკურსი - „იდეები უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის.“


„დღეს, ჩვენ ამ კონკურსის სამი გამარჯვებული მოსწავლე დავაჯილდოვეთ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდებს შორის არის ინტერესი. ახალგაზრდებისთვის ეს არის ძალიან პრესტიჟული იმიტომ, რომ მათ მიერ წამოყენებული წინადადებები უმაღლესმა საბჭომ გაითვალისწინა არა მხოლოდ გეგმის ნაწილში, არამედ ის განხორციელდება და ახალგაზრდები ხედავენ სწორ მიმართულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების უფრო მეტი ინტეგრაცია საკანონმდებლო პროცესებში. მისასალმებელია ისიც, რომ ეს კონკურსი ყოველწლიური იქნება და უფრო მეტ ახალგაზრდას ექნება მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს
01 თებერვალი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა
01 თებერვალი 2023

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
31 იანვარი 2023

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
31 იანვარი 2023

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
31 იანვარი 2023

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R