გივი მიქანაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „KVINFO“-ს ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დანიის გენდერული თანასწორობის ცენტრის პროგრამის - „KVINFO“-ს ხელმძღვანელ ლიანა ისლანთან, ონლაინ ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ დანიაში ვიზიტისას გამართული შეხვედრები განიხილეს და პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების საქმიანობის მეტი ეფექტიანობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა როგორც ღია მმართველობის, ასევე გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა საბჭოებზე.
„KVINFO“ -ს ხელმძღვანელს ინფორმაცია მიეწოდა, თუ რა კეთდება და რა საჭიროებების წინაშე ვდგავართ ღია მმართველობის საბჭოში. შეთავაზება გაკეთდა საქართველოს პარლამენტში საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული ვიზიტის მომზადებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც, ყველა მუდმივმოქმედი საბჭოს ხელმძღვანელებთან და წევრებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრები გაიმართება. აღნიშნული შეხვედრები დაგვეხმარება გამოვკვეთოთ ის კონკრეტული საჭიროებები, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების სააგენტოსთან წარსადგენი პროექტის მომზადებაში დაგვეხმარება. ლიანა ისლანი მიესალმა ჩვენს ინიციატივებს და განვითარების სააგენტოსთან კომუნიკაციის ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.