საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძემ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „გლობალური პარლამენტის ანგარიში 2022 - საზოგადოების ჩართულობა პარლამენტის მუშაობაში“

მედია და საზოგადოება 31 მაისი 2022
გივი მიქანაძემ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „გლობალური პარლამენტის ანგარიში 2022 - საზოგადოების ჩართულობა პარლამენტის მუშაობაში“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „გლობალური პარლამენტის ანგარიში 2022 - საზოგადოების ჩართულობა პარლამენტის მუშაობაში“.

 

გივი მიქანაძემ, როგორც ღონისძიების ფარგლებში გამართული სესიის „საზოგადოების ჩართულობის არსებული რეალობები და მომავალი პესპექტივები“ მთავარმა მომხსენებელმა ისაუბრა პარლამენტის საქმიანობაში და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე.

 

„დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ის საქმიანობა, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის და ახალგაზრდობის, როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ასევე დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის კუთხით. აქცენტები გაკეთდა 2019 წლიდან საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდებისთვის დანერგილი დისტანციური სტაჟირების პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მიეცა ღონისძიების მონაწილეთა მხრიდან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ და მიღებულ დოკუმენტზე, „ახალგაზრდობის 2020-2030 კონცეფცია“, რომლის საფუძველზე მუშავდება და მთავრობა მალე დაამტკიცებს, ახალგაზრდობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას 2030 წლამდე“, - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

 

გივი მიქანაძის განაცხადებით, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ჩართულობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციის კონტექსტში, რაც გულისხმობს ახალგაზრდების მოსაზრებების გათვალისწინებას კონკრეტული აქტივობების და ბიუჯეტის დაგეგმვის ნაწილში, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების განხორციელებაში.

 

„ვისაუბრეთ იმ პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის პროექტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. კერძოდ, შემუშავდა პარლამენტის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოები ინტერაქტიული მეთოდოლოგიით, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რომელთა საფუძველზეც ხდება მოსწავლეებისთვის პარლამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ, ისინი მოდიან და საკანონმდელო ორგანოში ეცნობიან პარლამენტის საქმიანობას, რაც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამყარების კომპონენტია. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ, ახალგაზრდების საპარლამენტო საქმიანობაში და ზოგადად, დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის კუთხით, დაგროვილი გამოცდილება საკმაოდ საინტერსოა და სავარაუდოდ, გასათვალისწინებელია სხვა ქვენების მიერ, სადაც მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ღონისძიებაში, რომელიც 30 - 31 მაისს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R