საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია: საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი ინსტიტუციური, ოპერატიული თუ ანალიტიკური შესაძლებლობები

მედია და საზოგადოება 26 დეკემბერი 2022
ირაკლი ბერაია: საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი ინსტიტუციური, ოპერატიული თუ ანალიტიკური შესაძლებლობები

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, სადაც დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძეს მოუსმინეს, სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობები განიხილეს.


პარლამენტის ნდობის ჯგუფის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს დაზვერვის სამსახურის სტრუქტურა, დანაყოფების ფუნქციები და ამოცანები, მათი საქმიანობის სპეციფიკა, სამსახურის ორგანიზაციული პრიორიტეტები, რეფორმები და ინსტიტუციური განვითარების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები.


„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი ინსტიტუციური, ოპერატიული თუ ანალიტიკური შესაძლებლობები და ეს ძალიან კარგად იგრძნობა უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში. დაზვერვის სამსახურს ჰყავს ეფექტიანი ხელმძღვანელობა, მაღალკვალიფიციური, მამაცი და კარგად მომზადებული პირადი შემადგენლობა. სამსახურს ნდობის ჯგუფთან და ჩვენს კომიტეტთან აქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩვენი, კანონმდებლების ამოცანა და პრიორიტეტია ქართულ დაზვერვას ყოველთვის ჰქონდეს საჭირო რესურსები და მაქსიმალური მხარდაჭერა,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


2022 წელს ნდობის ჯგუფმა 16 სხდომა ჩაატარა, რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების წლიურ ანგარიშების და სხვადასხვა საკითხებზე თემატურ მოსმენებს დაეთმო.


ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მისი მანდატი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობაა.


​ნდობის ჯგუფს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს.


​ჯგუფის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და საპარლამენტო ოპოზიციიდან თეიმურაზ ჯანაშია შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
24 მარტი 2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R