ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 19 მაისი 2022

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს, დანიელ მაკსვინის, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა წითელი ჯვარის საქმიანობაზე და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა სფეროში ახორციელებს.
შეხვედრაზე, მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა საერთაშორისო კომიტეტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ირაკლი ბერაიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.