საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 19 მაისი 2021
ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იმამურა აკირას შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთკავშირებს და თანამშრომლობის  სამომავლო გეგმებს დაეთმო.

საუბარი, მათ შორის, ბუნებრივია, ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს და მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის გააქტიურებასაც შეეხო.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საპარლამენტო ცხოვრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიატორობით მიღწეული ხელშეკრულების შემდეგ, პარლამენტში შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აღინიშნა ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული ყურადღება ამავდროულად ეთმობა საარჩევნო კოდექსის შემუშავებას, სასამართლო რეფორმის განახლებას. ელჩს გავაცანი ჩვენი კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკაც“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებებზეც ისაუბრეს და ყურადღება ამ კუთხით საჭირო საპარლამენტო ინიციატივებზე, ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილეს, რომლებსაც პარლამენტი ეკონომიკის მხარდასაჭერად გეგმავს.

„მნიშვნელოვანი იყო, ასევე, საკითხი იაპონური ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ განახლებადი და ეკოლოგიური ენერგოსისტემების მიმართულებით იაპონური ინვესტიციების გაზრდის საკითხს. მათ შორის, ეს ეხება ენერგოდამზოგავი და „მწვანე ენერგეტიკის“ მოწყობილობებისთვის ბიზნესის განვითარებას, ჰიდრორესურსების მეშვეობით წყალბადის გამომუშავებას და ა. შ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც იაპონური გრანტების საფუძველზე ხორციელდება საქართველოში და, მათ შორის, კახეთში. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ოთხი მუნიციპალიტეტის  - ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი - მაჟორიტარისთვის. იაპონური გრანტის საფუძველზე უკვე მიმდინარეობს ახალი პროექტების იმპლემენტაცია, მათ შორის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ერთი ეს არის ჯანდაცვის მიმართულებით და მეორეც  - მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა
03 ივლისი 2022

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“
03 ივლისი 2022

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
03 ივლისი 2022

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
02 ივლისი 2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R