საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები

მედია და საზოგადოება 08 ნოემბერი 2021
ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვები დაიწყება. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.

 

„უპირველს ყოვლისა, გაზრდილია ხარჯების ნაწილი 395 მილიონით და ასიგნებები აღწევს 18 მილიარდ 840 მილიონ ლარს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5%-დან გაზრდილია 10%-მდე. ამან საშუალება მოგვცა, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისათვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში. ეს მონაცემი შენარჩუნებულია და აქედან გამომდინარე, ნომინალში აღწევს 65 მილიარდ ლარს. ასევე, შენარჩუნებულია ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აღწევს 52.2%-ს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ბევრი მხარჯავი სუბიექტის დაფინანსება, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 71 მილიონით. მისი თქმით, ინიცირებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები და წინადადებები.

 

„ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ხარჯვით ნაწილს, კერძოდ, 175 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაიზარდოს 10%-ით. მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში კომიტეტი უკვე დეტალურად განიხილავს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს
29 ივნისი 2022

დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს

მსგავსი

საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
29 ივნისი 2022

საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის პარლამენტს ეწვია
29 ივნისი 2022

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის პარლამენტს ეწვია

მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
29 ივნისი 2022

მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
28 ივნისი 2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R