საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ირაკლი კოვზანაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით გატარებულია ყველა ის რეფორმა, რომელმაც წარმატება დაიმსახურა საფინანსო სექტორში

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2022
ირაკლი კოვზანაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით გატარებულია ყველა ის რეფორმა, რომელმაც წარმატება დაიმსახურა საფინანსო სექტორში

„მივესალმები ამ ღონისძიებას და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. თქვენი საშუალებით გატარებულია ყველა ის რეფორმა, რომელმაც წარმატება დაიმსახურა საფინანსო სექტორში. მზად ვართ ხელი შევუწყოთ ყველა ტიპის გამჭვირვალობას, რეფორმებს და ასეთი ტიპის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ კვლევებს“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის და ანგარიშვალდებული ორგანოების ურთიერთობების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კოვზანაძემ დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კომიტეტისთვის პროფილურია და პროექტის კვლევის საგანს წარმოადგენდა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ვალის ზედამხედველობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პანდემიის შემდგომ, ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და ბოლო ბიუჯეტში მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, 51 პროცენტია.


მისი თქმით, მთავარობის ამოცანაა ნიშნულის 45 პროცენტამდე ჩამოწევა და დეფიციტის შემცირება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტმა დაიწყო საკითხის შესწავლა, შექმნილია თემატური ჯგუფი, რომელიც უახლოეს პერიოდში მოკვლევის შესახებ დოკუმენტის პრეზენტაციას პარლამენტში გამართავს.


ირაკლი კოვზანაძემ ღონისძიების სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის შესახებ, რომელიც რეგულარულად აუდიტის სამსახურის ანგარიშებს განიხილავს და გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო ზედამხედველობას ახორციელებს.


კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე კომიტეტის საქმიანობის სხვა საზედამხედველო მიმართულებებზე.


ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის, ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს (WFD) მადლობა გადაუხადა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R