საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინა ფრუიძე: „გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია“

23 მაისი 2018
ირინა ფრუიძე: „გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია“

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის უფლებადამცველების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე იმსჯელეს.

„გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, გადაწყვეტილების მიღებაში ქალების ჩართულობა უზრუნველყოფს პოლიტიკის, ინსტიტუტებისა და კანონების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ. 

ღონისძიება, პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R