საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირმა ინაშვილის ბრიფინგი

27 დეკემბერი 2018
ირმა ინაშვილის ბრიფინგი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ბრიფინგი გამართა და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას შეეხებოდა, განცხადება გააკეთა.

„თითქმის ნახევარი წელია საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით შემოსულია რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ ისიც, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იყო განხილვები, მომზადდა სათანადო დასკვნა და უკვე პლენარული სხდომების დღის წესრიგში გადმოინაცვლა „პატრიოტების“ ამ რეზოლუციამ. ქვეყნის მასშტაბით რეზოლუციას ხელი მოაწერა უკვე 400 ათასმა მოქალაქემ. ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველოს პატრიოტების“ ეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის შეფასებას დანაშაულებრივ რეჟიმად, დღეს გამოვიდეს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი და ამ პროცესს ჰქვია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R