საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2022
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
 
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად ხდება. ცვლილებები უკავშირდება მაკროეკონომიკური პარამეტრების და შემოსავლების დაზუსტებას და იმ ხარჯების დაფინანსებას, რაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მიზანშეწონილია ეს ხარჯი დამატებითი რესურსის ფარგლებში გაიწიოს.
 
მომხსენებლის ინფორმაციით: იცვლება ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ის ოდენობით, ნაცვლად 8,5%-ისა, დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი და იგი 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-ზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მცირედით გაიზარდა და შეადგინა 72,3 მლრდ ლარი. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526 მლნ ლარით და მთლიანობაში 17 მილიარდ 350 მილიონ ლარით განისაზღვრება. გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, რესურსი არის, რომ სხვა შემოსავლებიც გაიზარდოს, ეს კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შემოსავლები არსებულ გეგმასთან შედარებით 597 მლნ ლარით გაიზარდოს.
 
ამავდროულად საჭირო გახდა გარკვეული მიმართულებით ხარჯების ზრდისა, ეს არის 507 მლნ ლარი და სულ რამდენიმე უწყებაა, სადაც ხდება ამ თანხების გადანაწილება.
 
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია დამატებითი შემოსავლების განაწილების თაობაზე და აღნიშნა, რომ იმ უწყებებს შორის, რომლებსაც დამატებითი ასიგნებები განესაზღვრა, არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ სამინისტროს ასიგნებები შესაბამისად იზრდება 95 მლნ ლარით, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება.
 
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებთ 220 მლნ ლარზე მეტს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, სამობილიზაციო სამუშაოების დროულად დასაწყებად მიზანშეწონილია კონტრაქტორებზე ავანსის ნაწილი გაიცეს მიმდინარე წელს, რისთვისაც ხდება დამატებითი თანხები გამოყოფა. რაც შეეხება 40 მლნ ლარს, იგი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.
 
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში. მისი თქმით, კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც ასახულია, რაც ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით მოსახლეობის დაცვას შეუწყობს ხელს.
 
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R