საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

მედია და საზოგადოება 30 ნოემბერი 2022
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.


კანონპროექტი რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კერძოდ, მედიკამენტზე დაწესდება ფასის ზედა ზღვარი, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებული იქნება. შემოთავაზებული კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში, რაც ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მუხლობრივად წარადგინა ის ცვლილებები, რაც პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით აისახა პროექტში.


ასევე მუხლობრივად განიხილეს თანმდევი კანონპროექტები „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.


განხილვაში მონაწილეობდნენ ფარმაცევტული ასოციაციის წარმომადგენლები.


სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.


კანონპროექტი კომიტეტზე მეორე მოსმენით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ წარადგინა.


მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას. შემოთავაზებული ცვლილება კი საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს შშმ პირებისათვის სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას.


კანონპროეტით შშმ სტატუსის მქონე პირებისათვის სოციალური დახმარების გაანგარიშების წესი განისაზღვრება.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საზღვაო შრომის კონვენციას“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მხარი დაუჭირა
03 თებერვალი 2023

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საზღვაო შრომის კონვენციას“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მხარი დაუჭირა

მსგავსი

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტს მხარი დაუჭირა
03 თებერვალი 2023

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტს მხარი დაუჭირა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის
03 თებერვალი 2023

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
02 თებერვალი 2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა
02 თებერვალი 2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R