საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

კახა კუჭავა: ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს დღის წესრიგშია, განსაკუთრებით - ევროინტეგრაციის გზაზე

თავმჯდომარე 22 ოქტომბერი 2021
კახა კუჭავა: ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს დღის წესრიგშია, განსაკუთრებით - ევროინტეგრაციის გზაზე

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგში არსებული საკითხების მათთან ერთად განხილვა, განსაკუთრებით, იმ საკითხების, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციას უკავშირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საბერძნეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

კახა კუჭავამ ათენში ვიზიტი დღეს დაასრულა.

 

საბერძნეთის დედაქალაქში მან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ათზე მეტი ქვეყნის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

 

„ათენმა საინტერესო ორდღიან კონფერენციას უმასპინძლა, სადაც 48 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი მონაწილეობდა. კონფერენცია იყო მნიშვნელოვანი, რადგან ეს გამოვიყენეთ შესაძლებლობად, რომ ორმხრივი შეხვედრებიც გაგვემართა. საინტერესო იყო ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრა. მნიშვნელოვანი იყო, მათთან ერთად განგვეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა მათი მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები, რომელსაც სხვა დროსაც ვისმენთ, თუმცა, კონკრეტიკაზე გადასვლით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, მათივე გვერდში დგომით, რომ შევძლოთ, უფრო მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი, შევასრულოთ ვალდებულებები და არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროპამაც იამაყოს ჩვენი თანამშრომლობით", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა
03 ივლისი 2022

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“
03 ივლისი 2022

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
03 ივლისი 2022

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
02 ივლისი 2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R