საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კონფერენცია თემაზე - „ტექნოლოგიები და ინოვაცია გენდერული თანასწორობისთვის - განათლების როლი გოგოებისა და ქალების საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჩასართავად“

მედია და საზოგადოება 12 დეკემბერი 2022
კონფერენცია თემაზე - „ტექნოლოგიები და ინოვაცია გენდერული თანასწორობისთვის - განათლების როლი გოგოებისა და ქალების საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჩასართავად“

ტექნოლოგიებსა და გენდერული თანასწორობისთვის ინოვაციებს მიეძღვნა დღეს პარლამენტში კონფერენცია, სადაც ტექნოლოგიებში გოგონებისა და ქალების ჩართვის მიზნით განათლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


ღონისძიების მონაწილეებმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს ეკოსისტემასა და განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტად ჩართვას.


კონფერენციაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით ინოვაციები ეკონომიკის მზარდ და პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, რომელშიც უმნიშვნელოვანესია ქალების თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა, ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს მათთვის ისტორიულად შექმნილი ბარიერები და სირთულეები.


ნინო წილოსანის თქმით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევას სისტემური და კოორდინირებული მუშაობის გზით.


„გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის მყარად გაცხადებული მიზანია, გოგონების და ქალების ტექნოლოგიებისა და ინოვაციებში მონაწილეობის გააქტიურება მით უფრო, რომ საქართველო თანასწორობის თაობის ფორუმს ამ უმნიშვნელოვანესი ვალდებულებით შეუერთდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა დღეს პარლამენტში შემდგარ კონფერენციაზე - „ტექნოლოგიები და ინოვაცია გენდერული თანასწორობისთვის - განათლების როლი გოგოებისა და ქალების საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჩასართავად“.


როგორც მან აღნიშნა, „ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ქალების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. გენდერული თანასწორობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია არსებითი და ფორმალური თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და ქალთა გაძლიერება თუმცა, მხოლოდ თანასწორობის ფორმალური მექანიზმების არსებობა არასაკმარისია, რათა სახელმწიფომ ერთი მხრივ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები მეორე მხრივ, უპასუხოს პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას და მიაღწიოს არსებით თანასწორობას. ყველა კონკრეტული აქტივობა და პროექტი რომელიც გამიზნულია ქალების გაძლიერებასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, საერთო მიზნის მიღწევის ერთ-ერთი შემადგენელია“.


საქართველომ აიღო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით - გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისა და ინოვაციასა და ტექნოლოგიების გენდერული თანასწორობისთვის და ამ ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების, კოორდინირებული მონიტორინგის, პროგრესის გაზომვისა და პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, შექმნა საკოორდინაციო მექანიზმი - თანასწორობის თაობის მაღალი რანგის მონიტორინგის ჯგუფი.


ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, გაეროში შემავალი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის ოფისი.


მონიტორინგის ჯგუფი ვალდებულებების უშუალოდ შემსრულებელი უწყებებიდან სისტემატიურად ინფორმირდება და ასევე, ყოველწლიურად ახდენს პროგრესის ანგარიშგებას გლობალურ პლატფორმაზე.


დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამართული ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების ჩართულობის კვლევის (2022) მიგნებებისა და რეკომენდაციების გაცნობა.


​ღონისძიებაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები, მიზნობრივი სახელმწიფო უწყებებისა და განათლების სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს
01 თებერვალი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა
01 თებერვალი 2023

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
31 იანვარი 2023

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
31 იანვარი 2023

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
31 იანვარი 2023

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R