საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 29 ივნისი 2022
მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მონაწილეობდა.

 

საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია - „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

 

„ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ანალოგიური პროცესი დაიწყო თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც, შედეგად კი, 15 ივნისს იუნესკოს მიერ მიღებულ იქნა ეს ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

 

მისი განმარტებით, ქვეყანაში კონკრეტული ნაბიჯები იდგმება დაცული ტერიტორიების გასაფართოებლად, რომელიც მიმდინარე წელს კიდევ 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება. იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ UNESCO-ს მიერ ორი დაცული ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეტანა, ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე ტურისტული რეკრეაციული მიზნებისა და ზოგადად ლანდშაფტის დაცვის თვალსაზრისით.

 

„შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ისტორიული მოვლენა მოხდა, საქართველოში შეიქმნა ახალი სისტემა გარემოს დაცვის, დაცული ტერიტორიების დაცვის მიმართულებით და ის შრომა, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, დღეს გვაქვს უკვე ფიზიკური შედეგის სახით. დღეს სრულიად ახალი შესაძლებლობები იქმნება ბიოსფერული რეზერვატის სახით, ეს არის ტერიტორია, რომელიც უკვე არა მხოლოდ ჩვენი სამართლის, არამედ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იქნება დაცული და ნამდვილად მეამყება, რომ რამსარის საიტის გარდა, რომელიც ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვის ქვეშ არის და დასავლეთ საქართველოს მოიცავს, ჩვენ გვაქვს უკვე ახალი ტიპის დაცვის რეჟიმი, იუნესკოს ფარგლებში. გილოცავთ ყველას. ეს არის ნამდვილად დიდი შესაძლებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიზიდულობის გაზრდის კუთხით, ჩვენი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, თელავის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
10 აგვისტო 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ
10 აგვისტო 2022

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
09 აგვისტო 2022

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
09 აგვისტო 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო
09 აგვისტო 2022

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R