საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

მედია და საზოგადოება 31 იანვარი 2023
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, შვედეთის სამეფოში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

მაკა ბოჭორიშვილმა, ქ. სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არონ ემილსონთან და კომიტეტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე, ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე იოჰან ბუზერთან.

შეხვედრებისას, შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკას.

მხარეებმა, ასევე იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე; ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე.

შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად და ასევე, შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე: „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები“.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები სხვადასხვა კვლევითი ცენტრებიდან და შევედეთის სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები.


​ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოლოდინებზე.  

შეხვედრას ესწრებოდა შვედეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
24 მარტი 2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R