საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2022-2024 წლების პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2022
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2022-2024 წლების პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

 

„გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი აღიარებს პარლამენტების უმნიშვნელოვანეს როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით. უპირველეს ყოვლისა, ის მოითხოვს პარლამენტარების ძალიან აქტიურ ჩართულობას ქვეყანაში გლობალური დღის წესრიგის დასანერგად. პარლამენტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები, ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც მიიღება კანონები და იქმნება პოლიტიკა მშვიდობის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. პარლამენტის წევრებს, როგორც პირდაპირ ხალხის მიერ არჩეულ წევრებს აქვთ მანდატი, რომ შეაკავშირონ ხალხი და სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, 2019 წლის ივნისში პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის 2019-2030 წლების სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის და ასევე, დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

 

„აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს და იგი გაწერილია 2030 წლამდე. სტრატეგია ეფუძნება პრინციპს - „კეთილდღეობა ყველასთვის“ და ასახავს პარლამენტის ხედვას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი არის ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, შევიმუშაოთ მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ერთგვარი გზამკვლევი თითოეული კომიტეტისთვის, თითოეული პარლამენტის წევრისთვის თუ როგორ აპირებს პარლამენტი ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან აიღო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

სიტყვით გამოსვლისას, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ ხაზი გაუსვა პარლამენტის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში, რომელიც ეხმარება ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და ასევე, უზრუნველყოფს სახელმწიფო აქტივობების მონიტორინგს.

 

„საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას - მხარი დაეჭირა გაეროს განვითარების მიზნებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მრავალმხრივი ჩართულობით, ვაგრძელებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, ეს და სხვა მომდევნო შეხვედრები საპარლამენტო ღიაობის პროცესს წაადგება და მინდა ამაში ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
19 მაისი 2022

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
18 მაისი 2022

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა
18 მაისი 2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ზუსტდება
18 მაისი 2022

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ზუსტდება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R