მიხეილ ყაველაშვილი: „კომიტეტის მიზანია სპორტი რეგიონის მასშტაბით განვავითაროთ“

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა.
კომიტეტის წევრებმა ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, მიმდინარე პროექტები და მშენებარე ობიექტები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც რეგიონის ახალგაზრდობის მიმართ სპორტის სახეობების კუთხით დგას.
„კომიტეტი, გასვლითი სხდომის ფორმატში, ადგილზე ეცნობა სპორტულ ინფრასტრუქტურების მდგომარეობას და იმ საკითხებს, რაც სპორტის სახეობების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას და მასზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კომიტეტის მიზანია სპორტი რეგიონის მასშტაბით განვითარდეს, რადგან სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდების დაინტერესება უკეთესი ცხოვრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ახალი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს, რადგან ჩვენი დევიზიც სწორედ ეს არის - მეტი ადამიანის ჩართვა და ხელმისაწვდომობა სპორტის მიმართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის წევრებთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები რეგიონის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს.