საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 12 ნოემბერი 2021
მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა თემაზე: „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“.

 

სამუშაო ჯგუფმა დღეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დარგის ექსპერტებს მოუსმინა, რომელთაც საკუთარი მოსაზრებების გადმოგზავნით თემატურ მოკვლევაში მონაწილეობის სურვილი დაადასტურეს. ზეპირი მოსმენების მიზანია, თემატური მოკვლევის ჯგუფმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, საკუთარი მოსაზრებები გაცვალონ და იმსჯელონ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

 

„მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავხვეწოთ ის მექანიზმები და საშუალებები, რომლითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ლოკალური დონის პრობლემების წამოჭრასა თუ განხორციელებაში თავადვე მიიღონ მონაწილეობა, გაუწიონ მონიტორინგი სხვადასხვა პროექტების შესრულებას და აქტიურად ჩაერთონ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა სეფაშვილმა.

 

სხდომაზე მოწვეულმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს, რის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

 

„თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად ასახავს მათ განწყობებსა და სურვილებს. შესაბამისად, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თემატური მოკვლევის მიზანია გავერკვიოთ რა მდგომარეობაა ამჟამად და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყოს უფრო მაღალი და ეფექტური“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

 

მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციები შემუშავდება და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებებიც დაინიცირდება, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი, მოქალაქეზე ორიენტირებული ევროპული ტიპის თვითმმართველობის განვითარებას და მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა
03 ივლისი 2022

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“
03 ივლისი 2022

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
03 ივლისი 2022

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
02 ივლისი 2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R