საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 27 ივნისი 2022
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


განხილვის თემას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა წარმოადგენდა.


„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა, რაზეც ექვსი თვის წინ ვერც კი ვიოცნებებდით“, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ მეორე მხრივ, საქართველო იმედგაცრუებულია, რადგან მოხდა ასოცირებული ტრიოს დიფერენცირება და უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი პირობებით, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება და შემდეგ სტატუსი.


„გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ სამივე ქვეყნისთვის პირობების უდიდესი ნაწილი არის იდენტური და ამიტომ ამ დიფერენციაციას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ერთ-ერთი ახსნა, რომელიც მოვისმინეთ, იყო საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან, რომ საქართველო გეოსტრატეგიულად სხვა ადგილას იმყოფება, თუმცა იმედია, რომ ეს ახსნა არაა მართებული, რადგან ამ შემთხვევაში, საქართველოს წევრობის პერსპექტივაც კი არ უნდა მიეღო. ჩვენ გვსურს, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიას ჰქონდა წამოყენებული. თუმცა, ამ პირობებში არის როგორც კონკრეტული, ასევე, ცოტა ბუნდოვანი პირობებიც. ბუნდოვან პირობებზე, რომლის გაზომვაც შეუძლებელია, გვჭირდება უფრო მეტი დეტალიზაცია და სიცხადის შეტანა, რომ ექვსი თვის თავზე გადაწყვეტილება გადაისინჯოს და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის პატივია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება საკითხზე, რომელმაც მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
28 სექტემბერი 2023

შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის პატივია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება საკითხზე, რომელმაც მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ

მსგავსი

შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
28 სექტემბერი 2023

შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ლაგოდეხში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა
28 სექტემბერი 2023

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ლაგოდეხში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა

შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
28 სექტემბერი 2023

შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა
28 სექტემბერი 2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R