საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 ივნისი 2022
ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს.


„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ძირითადად კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ მოცემულ პირობებზე. ჩვენ ვუთხარით, რომ იმედგაცრუებული ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღეს, რადგან ველოდით კანდიდატის სტატუსს თუმცა, მზად ვართ, შევასრულოთ ის პირობები, რომელიც კონკრეტულად არის გაწერილი. ასევე, ხაზი გავუსვით იმასაც, რომ ზოგიერთი პირობა საკმაოდ ბუნდოვანია და შესაბამისად ამას სჭირდება დაზუსტება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მხარეებმა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს და განიხილეს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა გადადგა ანექსიის მიმართულებით.


ირლანდიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიაში განვითარებული მოვლენების შესახებ, თუ რა პრობლემებს ქმნის ეს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ურთიერთობებში „ბრექსიტის“ პირობებში.


​შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.


„მეგობრული შეხვედრა იყო. შეხვედრის ბოლოს, მათ ძალიან ნათლად და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს ყოველთვის დაუჭერენ მხარს და შესაბამისად, კიდევ ერთი ძლიერი მხარდამჭერი გვეყოლება ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


​შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
10 აგვისტო 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ
10 აგვისტო 2022

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
09 აგვისტო 2022

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
09 აგვისტო 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო
09 აგვისტო 2022

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R