საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი

მედია და საზოგადოება 26 იანვარი 2022
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გახმოვანდა მკაფიო გზავნილები საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ და აღინიშნა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი.

 

„ჩვენ მივიღეთ სამი ძირითადი გზავნილი, რომელიც საკმაოდ მკაფიო იყო. პირველი, რომ საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს შეეხება, საქართველო მუდმივად იქნება ჩართული პროცესში. მეორე იყო ის, რომ ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას, და ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთიანია ამ სულისკვეთების მიმართ და შესაბამისად, არანაირი დათმობა ამ მხრივ ნატო-ს მხრიდან არ იქნება და მესამე, მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მუშავდება ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ეთხოვა მიიღოს მონაწილეობა ახალი დოკუმენტის შექმნაში და საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წარადგინოს, რომელიც შემდეგ მოკავშირეების მხრიდან იქნება გაზიარებული.

 

„ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან მივიღეთ. მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და სავარაუდოდ, მადრიდის სამიტამდე ასევე გაიმართება მაღალი დონის ვიზიტიც საქართველოში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
19 მაისი 2022

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე იმსჯელეს
18 მაისი 2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე იმსჯელეს

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
18 მაისი 2022

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R