საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა

მედია და საზოგადოება 06 ივლისი 2022
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინჰემის სესიის დასკვნით სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.


ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიაზე და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე.


სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციაზე თანმიმდევრული და ძლიერი ზეწოლა გააგრძელოს, რათა მან ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს.


ნიკოლოზ სამხარაძემ ევროინტეგრაციის პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერის გააქტიურებისკენ მოუწოდა.


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მზაობაზე, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად მასტაბილიზებელი როლი შეასრულოს.


მისი განცხადებით, სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო მზადაა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს თბილისში უმასპინძლოს.


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბირმინჰემში გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
27 სექტემბერი 2023

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა

მსგავსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერი 2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერი 2023

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
27 სექტემბერი 2023

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ
27 სექტემბერი 2023

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R