საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის ორგანიზებით, მესტიაში მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2022
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის  ნინო წილოსანის ორგანიზებით, მესტიაში მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

„გაეროს მიზნებმა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა გააერთიანა სწორი პრინციპების და ღირებულებების ირგვლივ. ჩვენ ახლა სოფლად მცხოვრები ქალების და მსოფლიო სურსათის დღის აღსანიშნავად ვერთიანდებით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძელით აგრარულ სექტორში ქალების ჩართულობის გაზრდა. თუმცა, ისევე როგორც ქალების გაძლიერების, ასევე მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფის მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველი რჩება, ამისთვის ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ საერთო მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მესტიაში მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

16-17 ოქტომბერს, მესტიაში, მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში აგრარული ბაზარი და ხორბლისა და პურის გამოფენა მოეწყო, სადაც ფერმერებმა სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია წარმოადგინეს. მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი, ნიშური პროდუქტები.

 

პურისა და ხორბლის ფესტივალზე ძველი ქართული ხორბლის ჯიშები იყო წარმოდგენილი. სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მონაწილეობით გაიმართა დისკუსიები და სემინარები სურსათის უვნებლობის თემებზე.

 

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.

 

„მსოფლიო სურსათის დღე FAO-ს კალენდარში უმნიშვნელოვანესი დღეა. მისი აღნიშვნით გაერო მსოფლიოს შეახსენებს, რომ განსაკუთრებით, მიმდინარე კრიზისების ფონზე, ყურადღების მიღმა არავინ უნდა დარჩეს. წელს „მსოფლიო სურსათის დღე“ მსოფლოს გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდებს - გარდავქმნათ აგრო-სასურსათო სისტემები, რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უთანასწორობის აღმოფხვრას, მდგრადობის გაზრდას და მდგრად განვითარებას. მსოფლიოში მიმდინარე კრიზისმა, უკრაინაში ომის სახით, დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი ფერმერები და ქალი მეწარმეები, რათა მათ სურსათის უსაფრთხოებაში მეტი წვლილის შეტანა შეძლონ და ასევე, ჩაერთონ გამოწვევაში, ერთად მივაღწიოთ უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოსა და უკეთეს ცხოვრებას“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.

 

მსოფლიო სურსათის დღეს FAO ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღნიშნავს.

 

წელს მესტიაში ერთობლივად გამართული მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის მიზანს მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ნიშური პროდუქტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი შრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდა.

 

მესტიაში ღონისძიება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში

შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით, განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R