საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

პაატა კვიჟინაძე: ჩვენი მთავარი მიზანია აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს

ზედამხედველობა - ახალი ამბები 07 დეკემბერი 2021
პაატა კვიჟინაძე: ჩვენი მთავარი მიზანია აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს

„საპარლამენტო ზედამხედველობის მთავარი წყარო არის აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული ანგარიშები და მათი შესწავლა. ჩვენი მთავარი მიზანია აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს“, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2 ანგარიში მოისმინა.

 

ჯგუფის წევრები გაეცნენ იმ მიგნებებს, რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რაც ანგარიშების ფარგლებში იქნა გამოკვეთილი.

 

„შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP)" 2018-2019 -2020 წლების ეფექტიანობის აუდიტის განხორციელდა ოთხი მიმართულებით. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. შესწავლილი იქნა აღნიშნულ პერიოდში პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დადასტურება, დადასტურებული აქტივობების მიმდინარეობის შემოწმება, სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორების მიმდინარეობისა და შესრულების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების განხორციელების შემოწმება.

 

აუდიტის ფარგლებში სულ გაიცა სამი რეკომენდაცია. მათგან საგზაო დეპარტამენტის მიერ შესრულებულია ორი.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში მოცული იქნა რამდენიმე ძირითადი მიმართულება - სტრატეგიები, სამოქმედო და ბიზნეს გეგმები, პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების პროცესი, შემოსავლების საკითხები, განხორციელებული შესყიდვები, შრომის ანაზღაურება, ჯარიმები, საწვავის ხარჯები, ასევე პროექტების და პროგრამების შესრულების მდგომარეობა. წარმოდგენილი იყო 11 რეკომენდაცია.

 

ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა და განხორციელებული აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ჯგუფს გააცნეს მოსაზრებები წარმოდგენილ რეკომენდაციებზე.

 

ისაუბრეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

ირაკლი ბერაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
19 მაისი 2022

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
19 მაისი 2022

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე იმსჯელეს
18 მაისი 2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე იმსჯელეს

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
18 მაისი 2022

სოზარ სუბარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R