საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტი ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვას იწყებს

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2025
პარლამენტი ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვას იწყებს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა.

ახალი რეგლამენტის პროექტის მიღებით მოქმედ რეგლამენტში არსებული შინაარსობრივი ხარვეზები აღმოიფხვრება, დაზუსტდება და ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, დაიხვეწება რეგლამენტის სტრუქტურა.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, ახალი რეგლამენტის პროექტი შედგება 10 კარისა და 31 თავისგან, რომლებიც ლოგიკური თანამიმდევრობითაა დაჯგუფებული.

პროექტში საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგებულია ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. მასში ასევე ახლებურად არის მოწესრიგებული საპარლამენტო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტში ახლებურადაა ჩამოყალიბებული ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება, კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

ასევე ზუსტდება პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის საათები. ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათებია 12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით.

მოწესრიგდება და დეტალურად განისაზღვრა პოლიტიკური დებატების პროცესში პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის თანამიმდევრობა.

ცვლილებები განხორციელდება პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილშიც. უქმდება „მინისტრის საათი“, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი.


პროექტში ცალკე თავებადაა ჩამოყალიბებული დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი ნორმები.


ბიუროს სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე წამყვან კომიტეტად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განისაზღვრა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
15 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
12 ივლისი 2025

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
11 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს
11 ივლისი 2025

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს
10 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R