საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებში ჩაერთვებიან

აპარატი 13 დეკემბერი 2021
პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებში ჩაერთვებიან

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (European Public Law Organization -EPLO) ევროპის სამართლისა და მმრთველობის უნივერსიტეტის (European Law and Govenrnace School - ELGS) მიერ საგანმანათლებლო საგრანტო პროექტი შემუშავდა, რომლის ფარგლებში პარლამენტის აპარატის 7 თანამშრომელს, კონკურსის საფუძველზე, შესაძლებლობა მიეცა, სწავლის ანაზღაურების გარეშე, ჩაერთოს ELGS-ის ორ სამაგისტრო პროგრამაში - Master of EU Law (სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირის სამართალი) და Master of European Governance (სამაგისტრო პროგრამა ევროპული მმართველობა).

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია რამდენიმე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში მოახდინა, ხოლო მოგვიანებით, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე EPLO-ს წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (European Public Law Organization-EPLO) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და ამჟამად მასში ევროპის 17 ქვეყანაა გაწევრიანებული.

EPLO-სთან თანამშრომლობს 200-მდე საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. EPLO თავის საქმიანობას 70 ქვეყანაში ახორციელებს. საქართველო EPLO-ს წევრია 2010 წლიდან. EPLO-ს მთავარი მისია ევროპული ფასეულობების განმტკიცება და ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებაა, ევროპული საჯარო სამართლის, ევროკავშირის კანონმდებლობისა და დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესახებ ცოდნის გავრცელების გზით როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R