საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თაობაზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2025
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თაობაზე იმსჯელეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თაობაზე იმსჯელეს და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილია კანონპროექტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ასევე თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“.


ბიურომ, კომიტეტების მიმართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ, ცნობად მიიღო ინფორმაცია პარლამენტის წევრ გიორგი სოსიაშვილის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ.

ბიუროს წევრებმა ასევე მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის 2025 წლის 9 აპრილიდან ძალაში შესვლის შესახებ და 2025 წლის 7 მარტს, ქალაქ აშხაბადში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების 2025 წლის 1 მაისიდან ძალაში შესვლის შესახებ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
15 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
12 ივლისი 2025

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
11 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს
11 ივლისი 2025

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს
10 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R