საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 19 ივნისი 2021
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინეს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელებს შეხვდა.

კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვის ნიშნები ორი მიმართულებით ჰქონდათ.

„ერთი ეს იყო შესწორების ოქმები. მათ არ მოსწონდათ, რომ შესწორებები ხდებოდა, თუმცა ეს კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში კეთდებოდა და არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მეორე მხრივ, საუბარი იყო იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური სუბიექტების საჩივრების გარკვეული ნაწილი არ იქნა განხილული, ხოლო ნაწილი - დაკმაყოფილებული. არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა წარადგინეს საჩივრების დიდი რაოდენობა. მათი 67% არ იქნა განხილული, რადგან მათი წარდგენა მოხდა ან პოლიტიკური სუბიექტების არაუფლებამოსილი პირების მიერ, ან - ვადის დარღვევით, რის გამოც საჩივრები შინაარსობრივად შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ ვერ განიხილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დავსვით ძალიან მარტივი შეკითხვა. ამ შემთხვევაში, ხომ არ აქვს ადგილი მიზანმიმართულ, კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მხარემ წარმოაჩინოს ვითარება ისე, რომ იყო ბევრი საჩივარი და ამის გამო შესაბამისმა მექანიზმებმა არ იმუშავა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მყარი არგუმენტები მოვიყვანეთ. კერძოდ, ოპოზიციურ პარტიებს 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ კომისიებში და მათგან მხოლოდ რვამ დააფიქსირა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კონკრეტულ უბნებში, თავისი განსხვავებული აზრი, ხოლო მაჟორიტარულთან დაკავშირებით - ექვსმა. ეს მცირე ციფრი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული კომისიის წევრებიც აღიარებენ იმ შედეგებს, რომლებიც ოქმებში იყო და რომლებსაც ხელი მოაწერეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ორშაბათს, 21 ივნისს, დროებითი საგამოძიებო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროკურატურის წარმომადგენლების მოუსმენენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R