პარლამენტის განათლებისა და მცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს
მედია და საზოგადოება 30 დეკემბერი 2021

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი ერთხმად, 86 ხმით აირჩია.
გიორგი ამილახვარი 2020 -2024 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან დღემდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
იგი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.