საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრსადაზვერვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 22 Dec 2022
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრსადაზვერვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს და სუს-ის კონრტდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ტრაპაიძეს მოუსმინეს.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენლია ინფორმაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების, დაინტერესების სფეროების თუ ობიექტების, მოქმედების მეთოდებისა და ფორმების და იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს მათი საქმიანობის და გეგმების ხელშეშლის, ჩაშლის და ნეიტრალიზაციის მიზნით.


„აუცილებელია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ქართული კონტრდაზვერვა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ბირთვი. ამ კუთხით სუს-ის საქმიანობა არის წარმატებული და ეს წარმატება გაზომვადია კონკრეტული ინდიკატორებით, მათ შორის ისეთით, როგორიცაა: ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედი სუბიექტების ქვეყნიდან გაძევება, მათი ქვეყანაში შემოსვლის პრევენცია, მათი გეგმების მომზადების ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების უწყვეტობის და სტაბილური პროგრესის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების სამსახურს აქვს პოზიციები ყველგან, საიდანაც შესაძლოა მომდინარეობდეს საფრთხეები ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რაც აუცილებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინფორმირებული და დროული გადაწყვეტილებების მისაღებად“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.


ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მის ფუნქციას წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობა.


ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და თეიმურაზ ჯანაშია. მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფმა 14 სხდომა გამართა. სხდომები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება
08 Feb 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
08 Feb 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
08 Feb 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
08 Feb 2023

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში
08 Feb 2023

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R