საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ანკარაში თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდება

მედია და საზოგადოება 18 იანვარი 2023
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ანკარაში თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.
 
ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები შეხვდებიან ეროვნული თავდაცვის, დაზვერვისა და თავდაცვის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს.
 
შეხვედრები ასევე გაიმართება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.
 
ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია პარლამენტარების მიერ თურქული აეროკოსმოსური მრეწველობის კომპანიის - “Turkish Aerospace Industries” (TAI) და თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის - “HAVELSAN”-ის მონახულება.
 
ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
 
დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან არიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ოპოზიციიდან კი კომიტეტის წევრები - ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R