საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

მედია და საზოგადოება 14 დეკემბერი 2021
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება.

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

შესაბამისი ცვლილებები რვა კანონში შედის. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ელგუჯა გოცირიძის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

„კანონპროექტი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს არის ორი მარტივი მოცემულობა. ერთი-შევზღუდოთ მაქსიმალურად წვდომა და მეორე- შევზღუდოთ პროვოცირება ინტერესის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

პროექტის თანახმად, კანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტება.

განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება.

პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული.

ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
20 მაისი 2022

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს
20 მაისი 2022

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა
20 მაისი 2022

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ
20 მაისი 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R