პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, დღეს არსებული კოდექსი 2018 წლიდან ამოქმედდა და ეს იყო ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვა ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული შეფასების დირექტივებს. მისივე შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღება გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ნინო თანდილაშვილის თქმით, ცვლილებები აკონკრეტებს ადმინისტრაციული წარმოების ვადებს; განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხარვეზების დადგენის მექანიზმებს; აზუსტებს სტრატეგიული გზშ-ს დაქვემდებარებული სივრცითი დოკუმენტების ჩამონათვალს. ასევე ზუსტდება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (სგშ) დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტების ჩამონათვალი.