პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ერთი მოსმენით, 79 ხმით მიიღო
პლენარული სხდომები 22 დეკემბერი 2022

პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ერთი მოსმენით, 79 ხმით მიიღო.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტი კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს.
„სააგენტოს მართვასთან, სააგენტოს მართვის ორგანოს - საბჭოს და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედების თარიღად მიეთითება 2025 წლის 1 იანვარი, ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ვინაიდან კანონპროექტი მხოლოდ ვადებს ეხება, პარლამენტმა იგი ერთი მოსმენით განიხილა და მიიღო.