საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

პარლამენტმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 29 დეკემბერი 2021
პარლამენტმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.


ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელ ზოგიერთ ნორმასთან, გარდამავალ პერიოდში ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასთან და გარდამავალ პერიოდში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.


როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა განმარტა, კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას, რომლებიც გამოიყენება როგორც მორიგი ასევე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებას.


„წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება არჩევნების შეფერხების გარეშე ჩატარებას და ტექნიკურად გამართული სარჩევნო პროცესის წარმართვას. კანონპროექტის მიღების შედეგად გასწორდება ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები. ზუსტდება საარჩევნო პროცესის დროს, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი. განისაზღვრება, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისას, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა ნაცვლად, 12-მდე შევსებისა 17-მდე შეივსება. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩეული პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი. ზუსტდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა. გარდამავალი პერიოდისთვის დგინდება ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობა და გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვრება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის წევრებმა მხარი 82 ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R