საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა

პლენარული სხდომები 10 ივნისი 2021
პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა

პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა, „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

 

საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც 7 კანონპროექტისგან შედგება, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება.

 

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი განისაზღვრება.

 

პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განმარტა, რომ „საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც ათიათასობით თბილისელს აწუხებს. ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ობიექტები, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და ისინი საკუთრებით სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ“.

 

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ ისეთ ობიექტებზე, რომელიც აშენებულია ისეთ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

პაკეტის თანახმად, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით.

 

იმ ობიექტებს, რომლებიც აშენებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე და ამ ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს ან დეველოპერებს უფლება ექნებათ კანონის მიღების შემდგომ წარადგინონ შესაბამისი განცხადება და მოითხოვონ ადმინისტრაციული ორგანოდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება.

 

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.

 

კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

 

პაკეტით, ასევე, განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს თბილისს იმ ობიექტების ფუნქციონირებისგან, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

 

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება
08 თებერვალი 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R