საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 19 მაისი 2022
პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.


ღია მმართველობის პარტნიორობის OGP ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის კოორდინაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე ღია მმართველობა საქართველოს გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი, ანგარიშგება და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა 2019 წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციად განისაზღვრა.


კოვიდ პანდემიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დღემდე ვერ მოხერხდა გარკვეული აქტივობების განხორციელება და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე დღეს პირველად მოხდა ანგარიშის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან.


როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს იყო პირველი შემთხვევა და იგი პრაქტიკაში დაინერგება.


ანგარიში, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ქეთევან ცანავამ წარადგინა, მოიცავს 2019 წლიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო კოორდინაციის პროცესი, რა ეტაპზეა სამოქმედო გეგმის შემუშავება და როგორია სამომავლო გეგმები.


მომხსენებლის ინფორმაციით, OGP-ის წევრობის ფარგლებში, საქართველომ დღემდე 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა. რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ მზადება ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით დაიწყო, მაგრამ 2020 წელს აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი კოვიდით გამოწვეულმა სირთულეებმა და შეზღუდვებმა.


ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გაგრძელდა 2021 წელს და მის შემუშავებაში 20-ზე მეტი სახელმწიფო უწყება და 9 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.


წარმოდგენილი ინიციატივები ეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ჩართულობის უზრუნველყოფას, გამჭვირვალობას და ღია მონაცემებს, უსაფრთხო გარემოს შექმნას, საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და მუნიციპალიტეტების ჩართულობას.


გივი მიქანაძემ საბჭოს წევრებს გააცნო ინფორმაცია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების თაობაზე.


როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის თითო წარმომადგენლებისგან შექმნილი ჯგუფების ორი პილოტური გასვლა შედგა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში და დუშეთის მუნიციპალიტეტში.


ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები ორიენტირებული იყო მოსახლეობისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე.


მისივე თქმით, ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ ეს სასარგებლოა არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტარებისთვის და საპარლამენტო საქმიანობისთვის. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დეპუტატები და საჯარო მოხელეები პერიოდულად გამართავენ გასვლით შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან.


ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 4.1 ვალდებულებაში „სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო საქმიანობაში“ ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანას.


გაეროს განვითარების ფონდისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მოწვეული ექსპერტის რეკომენდაციის საფუძველზე, ცვლილება შეიტანეს ასევე საბჭოს დებულებაში, რომლის მიხედვით, ანგარიში ექვსი თვის ნაცვლად, წელიწადში ერთხელ გაკეთდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამოქმედო გეგმა იქნება გრძელვადიანი, გაკეთდება შუალედური და საბოლოო ანგარიშები.


ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შემდეგ შეკრებას ივლისში გეგმავს.


​ როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, საბჭო გააგრძელებს მუდმივ კომუნიკაციას და მუშაობას 2023-24 წლების სამოქმედო გეგმაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R