საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, თეა ახვლედიანს მოუსმინეს   

პლენარული სხდომები 18 ნოემბერი 2021
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, თეა ახვლედიანს მოუსმინეს   

„პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ, რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია წარადგინა.

 

„დღევანდელი ჩემი მოხსენება უკავშირდება სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ჩემი დანიშვნიდან ფაქტობრივად ერთწლიან პერიოდს, რომელიც ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე გლობალური პანდემიის თვალსაზრისით იყო უპრეცედენტოდ რთული, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, რაც განპირობებულია დე ფაქტო ანექსიისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციით, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით, კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, პანდემიური წლის მიუხედავად, დაარსდა და სრულფასოვნად ამოქმედდა უნიკალური ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ორი საგრანტო კონკურსის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდა 100-ზე მეტი კვალიფიციური განაცხადი, რომელთაგან 50-მდე ბიზნესპროექტი დაფინანსდა და მათი ნაწილი უკვე წარმატებით ხორციელდება.

 

„ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  სამივე მიმართულების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივასთან ერთად ჩართულობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვას და სამედიცინო მომსახურების გაწევას შეეხებოდა. 

 

„2020-21 წლებში ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა ისარგებლა და სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს. ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. 

 

თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგი არასოდეს შეჩერებულა, რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგები მოწმობს.

 

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც ხელშესახებ გავლენას მოახდენს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და  მათზე ზრუნვა, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

 

მისივე ინფორმაციით, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-მდე ოჯახი, გაზიფიცირებულია ჯამში 74 სოფელი, უმაღლესი განათლება დაუფინანსდა  2500-მდე  სტუდენტს.

 

განხორციელდა 20-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის არაერთი მასშტაბური პროექტი, განხორციელდა  სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

„მხოლოდ 2021 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 82 მლნ. ლარს აღემატება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში, 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მარტოხელა მოხუცებს, გაეწია სოციალური დახმარება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

 

თეა ახვლედიანმა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მანვე ჩართულობის ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობასა და ახალი მიდგომების მომზადების საჭიროებებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული სტრატეგიის დოკუმენტი აღარ მოდის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და სრულად ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.

 

„უკვე დასრულებულია 2010 წლის ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა და მის საფუძველზე, ვიწყებთ განახლებული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ასახავს საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამასთან, ჩვენ შევქმენით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რათა სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიონალ ექსპერტთა მონაწილეობით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ქმედებები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

თეა ახვლედიანმა შერიგების პოლიტიკის განხორციელების და მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიას, მადლობა გადაუხადა.

 

სახელმწიფო მინისტრმა ინტეგრაციის მიმართულებებზეც ისაუბრა და ყურადღება თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების საკითხებზე და ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების სოციალურ თანასწორობასა და მათ კეთილდღეობაზე გაამახვილა.   

 

სახელმწიფო მინისტრმა, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და რიგ მიმართულებებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.

 

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათი პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლებით გაგრძელდა, სადაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა.

 

პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 19 ნოემბერს, 12.00 საათზე გაიმართება, სადაც დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს
29 ივნისი 2022

დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს

მსგავსი

საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
29 ივნისი 2022

საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის პარლამენტს ეწვია
29 ივნისი 2022

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის პარლამენტს ეწვია

მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
29 ივნისი 2022

მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
28 ივნისი 2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R