საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა კომპლექსურად, ურთიერთშეთანხმებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ჯანდაცვის სერვისებზე შშმ ქალთა ხელმისაწვდომობის გამოსწორების პროცესი შეუქცევადი იყოს ჩვენს ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 24 იანვარი 2020
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა კომპლექსურად, ურთიერთშეთანხმებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ჯანდაცვის სერვისებზე შშმ ქალთა ხელმისაწვდომობის გამოსწორების პროცესი შეუქცევადი იყოს ჩვენს ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თემატური მოკვლევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე“ ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის (UK Aid) ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა. 

შეხვედრაზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რატი იონათამიშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, მაკა მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თემატური მოკვლევის პროცესი, ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის დღეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. 
„არსებობს არაერთი პრობლემა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სერვისის მიღებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის. ჩვენთვის ამ საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უშუალოდ არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯანმრთელობასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა კომპლექსურად, ურთიერთშეთანხმებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ამ პროცესის გამოსწორება იქნას შეუქცევადი ჩვენს ქვეყანაში”.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე: „კომიტეტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულად გვაწუხებს ეს არის შშმ პირების თემა და შშმ ქალები, რომლებიც ხშირად არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში, რადგან თითქმის არ არსებობს სერვისები, რომელზედაც მათ ხელმისაწვდომობა აქვთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს. ეს არი არის ზედამხედველობა ზედამხედველობისთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და სერვისები გახდეს ხელმისაწვდომი შშმ ქალებისთვის, კონკრეტული სიკეთეები მივიდეს ამ ადამიანებთან. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით შშმ ქალთა უფლებების დაცვის დიდი ქომაგები. ახალი კანონი „შშმ პირთა შესახებ“ კიდევ უფრო კომპლექსურად მიუდგება ამ საკითხს და ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მიმართულებები ამ ანგარიშიდან გადავიტანოთ საკანონმდებლო დონეზე“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილებაზე იმსჯელა
25 მაისი 2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილებაზე იმსჯელა

მსგავსი

სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით წვევამდელისა და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს შესაბამისი უწყებები დაამუშავებენ
25 მაისი 2023

სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით წვევამდელისა და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს შესაბამისი უწყებები დაამუშავებენ

მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველს შეხვდა
18 მაისი 2023

მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველს შეხვდა

დეპუტატები „გლადა ჰუდიკ თეატრის“ და პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
18 მაისი 2023

დეპუტატები „გლადა ჰუდიკ თეატრის“ და პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა
11 მაისი 2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R