საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2025
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.
 
მომხსენებლის განცხადებით, მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია 2016 წლიდან მოქმედებს და მიწის რეგისტრაციის მასშტაბურ რეფორმას სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. შესაბამისად, 2022-2025 წლებში 2 094 707 მიწის ნაკვეთი აიზომა და 1 469 581 მოქალაქე მიწის მესაკუთრე გახდა.
 
მისივე თქმით, მიუხედავად ჩატარებული მასშტაბური სამუშაოებისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთების საზღვრების გასწორება დაგეგმილთან შედარებით მეტ ნაკვეთზე გახდა საჭირო.
 
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სპორადული რეგისტრაცია 1 წლით, 2027 წლის 1 იანვრამდე გააგრძელოს. შესაბამისად, სააგენტომ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ანდა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა უნდა უზრუნველყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
მისივე თქმით, მიწის სპორადული რეგისტრაცია თვითმმართველი ქალაქების გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.
 
გიორგი დგებუაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ფუნქციები დაემატება, რათა მან ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აწარმოოს. შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს ახალი ცნება - „სახელმწიფო ამზომველი“ დაემატება. შედეგად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისა და მისი ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს შეასრულებს.
 
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R