საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ორგანული კანონის პროექტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შევა

მედია და საზოგადოება 24 მაისი 2022
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ორგანული კანონის პროექტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.


როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით განხილვის დროს, ოპოზიციასთან მიღწეული ზოგადი პრინციპული შეთანხმების საფუძველზე, კანონპროექტში ცვლილებები შევა.


მისი თქმით, როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილება ცნობილი იქნება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ერთი და იგივე ვადაში, რაც ჩაიწერა, მათ შორის, ცესკოსთან კონსულტაციების საფუძველზე იმიტომ, რომ აქ გათვალისწინებულია ოქმის გასაჩივრების ვადები.


​კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა კანონის 135-ე მუხლშიც, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადებს, კერძოდ:

• ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა დასტურდება;

• საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილება იწყება საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან;

• პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სათანადო აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან.


პროექტის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილებაც დაიწყება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან.


 კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყება საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის არჩევა დასტურდება შემაჯამებელი ოქმით.


ასევე, ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის იმ ადგილმონაცვლე პირის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, თუმცა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ, ძალაშია შესული.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრინციპი არის ერთი - მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იყოს დაცული და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ბათუმში, სენაკში თუ სხვაგან.


​„ოპოზიციონერი კოლეგებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან იყო შემოთავაზებები და ჩვენ დისკუსიის შედეგად შევჯერდით, რომ იქ სადაც შესაძლებელია იყოს გარკვეული გამოწვევები, ეს საკითხები მაქსიმალურად დავაბალანსოთ და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, იქნება ეს ცენტრალურ სახელისუფლებო დონეზე, თუ იქნება ეს, ამ შემთხვევაში, თვითმმართველობების დონეზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა
24 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R