საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მხარი არ დაუჭირა

მედია და საზოგადოება 04 მაისი 2022
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და საკითხის მომხსენებლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში მედიის და პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

ასევე, დაბალია მედიის თავისუფლების პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი.

მისივე თქმით, საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-საგან.

მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია.

„დემოკრატიულ ქვეყნებში ითვლება, რომ მედია დამოუკიდებლობის საგადასახადო შეღავათებს გზით ხელშეწყობა, არის სწორი პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან. როდესაც ზოგადია შეღავათი და ეხება ყველა მედია საშუალებას და არ არის სელექციური, მსგავსი ხელშეწყობა არის მომგებიანი ქვეყანაში თავისუფალი მედიის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მედიისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესება სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„თქვენი დაანგარიშებით, ამ შეღავათით წლიურად დაახლოებით 25 მლნ. ლარი უნდა დაკარგოს სახელმწიფო ბიუჯეტმა, სამი წლის განმავლობაში - 75 მილიონი. ამ 75 მლნ. ლარით ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება. შეგვიძლია ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, დახმარებები გავუზარდოთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R