საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში განიხილა

მედია და საზოგადოება 18 მაისი 2022
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში განიხილეს.

 

ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დოკუმენტი დეტალურად მოიცავს მაუწყებლის საქმიანობის და ყველა გადაცემის შესახებ ინფორმაციას. მისივე თქმით, 2021 წლის შეჯამებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავდა ბალანსს სამ ძირითად კატეგორიას შორის, რასაც მაუწყებელს კანონი ავალდებულებს.

 

ეს არის ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები, კულტურა, განათლება, შემეცნება და ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს სატელევიზიო ეთერის 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა. აქედან გასართობი იყო 17 %, სპორტი – 16 %, საბავშვო ახალგაზრდული – 7 %, საზოგადოებრივ-პოლიტიკური – 9 %, საინფორმაციო ასევე 9 %. შემეცნება, განათლება და კულტურა კი 32 %.

 

მან დეპუტატებს თითოეული მიმართულებით მაუწყებლის მიერ დახარჯული ბიუჯეტი გააცნო და იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც მაუწყებელი მუშაობს.

 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე შეიქმნა 30-მდე მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევარი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღების და ახალი შენობის მშენებლობის მნიშვნელობაზე.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მაუწყებლის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დიდი ინტერესია და იმედი მაქვს, წამყვან კომიტეტზე კიდევ უფრო ფართე განხილვა გაიმართება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ანგარიშს იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც კომიტეტს ჩვენი პროფილიდან გამომდინარე ანგარიშის მიმართ აქვს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა, სადაც ასახული იქნება შენიშვნები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R