საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2022
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი, პირველი მოსმენით განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კანონის მიღების შემთხვევაში, წყლის ყველა ობიექტის კლასიფიკაცია ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით მოხდება.

შემუშავდება წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამები და მოწესრიგდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლით დაბინძურების საკითხი.

ასევე, ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები.

საკითხის მომხსენებლის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კანონით დადგინდება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს წყლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.

მისივე თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს წყლის მდგრად გამოყენებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების ინტენსიურ დაცვას და მის გაუმჯობესებას.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს შევასრულოთ მნიშვნელოვანი ვალდებულებები ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვინაიდან ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ასოცირების შეთახმებაში სწორედ წყლის რესურსების მდგრადად და სწორად მართვის საკითხებს ეხება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ კანდიდატი წევრის სტატუსზე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში და უკვე კონკრეტული კითხვარის წარდგენის ვალდებულება გვაქვს, ამ კანონის განხილვა და მიღება იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

​კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R