საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 17 მაისი 2022
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საჯარო მოსმენების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენას აგრძელებს.


დღეს კომიტეტის წევრებმა, იტალიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ენრიკო ვალვოს მოუსმინეს.


„წელს ჩვენ საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ვზეიმობთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არა მხოლოდ 30 წელს მოიცავს, არამედ, ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია. წლების მანძილზე, ჩვენ ახლო კულტურული ურთიერთობა გვქონდა. მოხარული ვართ, რომ დღეს, ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ასევე გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობაც თუმცა, გვინდა რომ ეს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით უფრო მეტი იყოს. იტალია საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი. დიდი იმედი გვაქვს რომ იტალია მხარს დაუჭერს ჩვენს საგარეო ამოცანებს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.


იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.


ენრიკო ვალვომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაკეთებულ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში, ევროკავშირის გაფართოების მიდგომებზე ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, თავისი ისტორიული მონაცემებით უნდა შეფასდეს.


„პირველ რიგში, უნდა მოხდეს ლეგიტიმაციის საკითხის შეფასება, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები. ამავე დროს, ევროკავშირი უნდა მოემზადოს მისი გაფართოებისთვის. პროცესს დრო სჭირდება, სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საშუალებას მისცემს საქართველოს დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით,“ - განაცხადა ელჩმა გამოსვლისას.


დიპლომატმა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე და ჩვენი ქვეყნის მიერ ალიანსში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.


„ხაზი მინდა გავუსვა ნატო-საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხანგრძლივ პარტნიორობას. ალიანსი მადლობელია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველომ მხარდამჭერ მისიებში განახორციელა. ასევე, ჩვენთვის ღირებულია პოლიტიკური დიალოგი რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში, შავი ზღვის აუზში. არსებული ჩარჩო თუ ინსტრუმენტები ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, როგორც შავი ზღვის აუზის საკითხებზე სამუშაოდ, ასევე, სხვა ატლანტიკურ საკითხებზე," - განაცხადა ენრიკე ვალვომ.


დიპლომატმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და იტალიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა.


მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე მასშტაბური საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, ევროპულ უსაფრთხოებას და ქმნის ჰუმანიტარული კატასტროფის რისკს.


ელჩმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა.


„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს წვლილი უკრაინისთვის გაწეული დახმარების საკითხში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნება, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას“, - განაცხადა დიპლომატმა.


ელჩმა, საქართველოსა და იტალიას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა.


მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.


​„იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, პატივს სცემს საქართველოს სტრატეგიას და მშვიდობაზე დაფუძნებულ ევროინტეგრაციის ძალისხმევას“, - განაცხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა
24 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R