საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკანონმდებლო ორგანომ დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ“ მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 14 მაისი 2025
საკანონმდებლო ორგანომ დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ“ მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ“ მხარი დაუჭირა.


დადგენილების პროექტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


მისი თქმით, დადგენილებით შეფასებულია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტი“.


„დადგენილების პროექტი ეხება პარლამენტის მხრიდან საკუთარი პოზიციის და შეფასების დაფიქსირებას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ. აქტის, რომელიც უკვე თვეებია რაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში ტრიალებს და ზოგიერთი მისი ინიციატორის მხრიდან მცდელობა არის, რომ ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. აქტი, რომელიც თავისი დასახელებითაც კი აჩვენებს მისი შინაარსის ფარისევლობას, როდესაც სხვა ხალხზე და ამ ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმა წარმოდგენილია როგორც მეგობრობა. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული აქტორების მხრიდან არის მცდელობა, რაღაც ნარატივების მუდმივი გამეორებით ტყუილი აქციონ სიმართლედ. მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ სიცრუეზე დროული პასუხი. 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და მათ შორის დეზინფორმაციული პროპაგანდა, რომლის წინააღმდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წამალია მოგონილი, ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ნებისმიერ ტყუილს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე. „მინდა, ამერიკელი კონგრესმენების გასაგონად ვთქვა, საქართველო, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2015-2021 წლების ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იყო ხუთეულში, რომელიც გვერდით დაუდგა აშშ-სა და მის ხალხს, როცა ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა დაემალა თავის პასუხისმგებლობას, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე წასულიყო ბრძოლაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


​პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფებს - „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში.

  • საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის" შესახებ
  • საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის" შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადების თაობაზე
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ
08 ივლისი 2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

მსგავსი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს
08 ივლისი 2025

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
08 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
08 ივლისი 2025

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა
07 ივლისი 2025

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R