საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2022
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილებებით ეკონომიკური პარამეტრების ზუსტდება.


მისი თქმით, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 8,5%-ისა, განისაზღვრა 10%-ის ოდენობით.


„დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი, რომელიც 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა 72,3 მლრდ. ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526,0 მლნ ლარით მათ შორის, 492 მლნ. ლარამდე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ხოლო, 43 მლნ. ლარი კი მუნიციპალურ ბიუჯეტებში. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 596,7 მლნ ლარით იზრდება“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.


პროექტში სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 507.4 მლნ ლარითაა გაზრდილი.


აქედან, 330 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 230 მლნ ლარი მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგებას მოხმარდება, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყოფა 100,0 მლნ ლარი.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 95 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება, ხოლო 40 მლნ ლარი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 470,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის მხარდასაჭერად.


სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დამატებით გამოეყოფა 2,4 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მოსამსახურეთა საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებასთან.


მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი იზრდება 10,0 მლნ ლარით.


​ კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
24 მარტი 2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R