საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს და გერმანიის პარლამენტების აპარატების უფროსებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს

აპარატი 19 ნოემბერი 2022
საქართველოს და გერმანიის პარლამენტების აპარატების უფროსებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროს მიხაილ შეფერთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა.


აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ბუნდესტაგში გამართული სასწავლო ვიზიტის დასასრულს, აპარატის უფროსებმა ვიზიტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.


საქართველოს პარლამენტის აპარატი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარე, ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მხარდამჭერია.


ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო მიმართულებები შეხვედრის ფარგლებში ძირითადი განხილვის საგანი იყო.


შეხვედრაზე გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები და დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი.


​აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ბუნდესტაგში გამართული სასწავლო ვიზიტი 1 კვირა მიმდინარეობდა.


ქსელის მონაწილე ქვეყნების: მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების აპარატების წარმომადგენლები ბუნდესტაგის აპარატის 20-ზე მეტ წარმომადგენელს შეხვდნენ.


დელეგაციას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი/აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარე ქეთევან კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.


​ სასწავლო ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ და გერმანიის ბუნდესტაგის თანამშრომლობითა და ფინანსური და ტექნიკური მხარდამჭერით გაიმართა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს
01 თებერვალი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა
01 თებერვალი 2023

დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე ისაუბრა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
31 იანვარი 2023

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
31 იანვარი 2023

ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
31 იანვარი 2023

მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R